Belive

ოფიციალურად | აიაქსს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

59 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი, ჯონ ვან ‘ტ სხიპი "აიაქსის" ახალი მთავარი მწვრთნელია. 59 წლის ნიდერლანდელმა თავკაცმა ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით დადო.

ამის შესახებ ინფორმაცია ამსტერდამულმა გრანდმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

ვან ‘ტ სხიპი პროფესიონალური ფეხბურთის პერიოდში, "აიაქსში" თამაშობდა. მას 1981-1992 წლების განმავლობაში ამსტერდამულ გრანდში 273 მატჩი აქვს ჩატარებული, შემდეგ კი კარიერა "ჯენოაში" გაატარა.

მისი სამწვრთნელო კარიერაც სწორედ "აიაქსში" დაიწყო, თუმცა ახალგაზრდულ კლუბში. 2004-2008 წლებში იგი ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელის პირველი ასისტენტი იყო, 2010-2012 წლებში კი ავსტრალიური კლუბი "მელბურნი" ჩაიბარა. 2017-2018 წლებში სამშობლოში, კერძოდ კი "ზვოლეში" მუშაობდა, 2019-2021 წლებში კი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

ნიდერლანდელი თავკაცი კლუბს დღეიდან ჩაიბარებს და კლუბთან ერთად პირველ ვარჯიშს გამართავს. საინტერესოა შეძლებს კლუბის ბედის გადარჩენას, რომელსაც არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს და ჩატარებული 8 ტურის შემდეგ ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები