Belive

აიტანა ბონმატი: "ვულოცავ დემბელეს - ფეხბურთისთვის სჯობს პედრიზე მეტი ვისაუბროთ"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთი'' საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის შემტევს, უსმან დემბელეს გადაეცა. 28 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

ქალებს შორის ოქროს ბურთის მფლობელი აიტანა ბონმატი გახდა, რომელმაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიგო. დაჯილდოების შემდეგ, მან ოქროს ბურთის მოგება დემბელეს მიულოცა, იამალზეც ისაუბრა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა ვისაუბროთ პედრიზე.

'ოქროს ბურთი დემბელეს ერგო და ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ასევე იყვნენ რაფინია და ლამინი, რომლებიც ასევე შესანიშნავი ფეხბურთელები არიან - თუმცა, თუ ფეხბურთი გვიყვარს, პედრიზე მეტი უნდა ვისაუბროთ.

შოკირებული დავრჩი, როდესაც დავინახე, რომ იგი ათეულშიც ვერ მოხვდა, რა პრინციპით და რა ლოგიკით მოხდა ასე, უბრალოდ ვერ ვხვდები და ეს ძალიან უსამართლოა..." - აიტანა ბონმატი

დემბელემ 2025 წელს პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, თასი, სუპერთასი, ევროპის სუპერთასი მოიგო და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა. უსმანმა გასულ სეზონში პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 53 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.

,,ოქროს ბურთის'' ბოლო გამარჯვებული როდრი იყო, რომელმაც შარშანდელ გამოკითხვაში 1170 ქულა მიიღო:

  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინე იამალი დასახელდა.

  • საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გახდა.

  • გერდ მიულერის სახელობის პრიზი ვიქტორ დიოკერეშმა მიიღო.

  • წლის საუკეთესო მწვრთნელი - ლუის ენრიკე.

  • წლის საუკეთესო გუნდი - პსჟ.

  • წლის საუკეთესო ქალთა გუნდი - არსენალი.

  • ქალებს შორის ოქროს ბურთის მფლობელი აიტანა ბონმატი გახდა.

სხვა სტატიები