აიაქსის ულტრასებმა მატჩი ჩაშალეს - სანახაობა, რომლის მსგავსსაც ევროპაში ხშირად ვერ ნახავთ
ერედივიზიონის მე-14 ტურში, ამსტერდამის აიაქსი გრონინგენს მასპინძლობდა, თუმცა, მატჩი ფანების პერფორმანსის გამო შეწყდა.
მიმდინარე სეზონში ამსტერდამული კლუბი არასახარბიელოდ ასპარეზობს და ჩემპიონატის ლიდერს უკვე 17 ქულით ჩამორჩება, თუმცა, ფანებმა მატჩის მე-13 წუთზე პერფორმანსი სულ სხვა მიზეზის გამო დადგეს და სტადიონზე ფეიერვერკები ისროლეს. მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, რომ შეხვედრა დროებით შეეჩერებინა. 45 წუთის შემდეგ, ბას ნიჰუისმა მატჩის გაგრძელების ნიშანი მისცა, მაგრამ ფანებმა ფეიერვერკები კიდევ ერთხელ ისროლეს და მატჩი საბოლოოდ შეწყდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აიაქსის ულტრასებმა ამ ჟესტით პატივი მათ მეგობარსა და ფანკლუბის წევრს მიაგეს, რომელიც გასულ კვირას ტრაგიკულად დაიღუპა.
🚨 The Ajax–Groningen match was ABANDONED due to fireworks being launched by Ajax supporters. 🤯💥
— Football Tweet ⚽ (@Footballtweet) December 1, 2025
Referee Bas Nijhuis halted play at the Johan Cruyff Arena just five minutes in after fireworks and flares were set off behind one of the goals.
A restart was attempted 45 minutes… pic.twitter.com/GEYYkRx1se
Ajax put on a pyro show during their home match against FC Groningen tonight, honoring hooligan Tum, who sadly passed away earlier this month. pic.twitter.com/IBRy8fgW4B
— 𝐂𝐚𝐬𝐮𝐚𝐥 𝐔𝐥𝐭𝐫𝐚 𝐎𝐟𝐟𝐢𝐜𝐢𝐚𝐥 (@thecasualultra) November 30, 2025
ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის განახლდება აიაქსისა და გრონინგენის შეწყვეტილი მატჩი. ერედივიზიონის 14 ტურის შემდეგ, აიაქსი 20 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.