Belive

აიაქსი მარსელთან დამარცხდა | მიქაუტაძეს არ უთამაშია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის მე-5 ტურის მატჩში მარსელმა ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, სადაც ფრანგულმა გუნდმა 4:3 გაიმარჯვა.

გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოზე იყო და სათამაშო დრო საერთოდ არ მისცემია .

შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა მარსელიდან პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ერთი გოლი კი ჩანსელ მბემბამ გაიტანა. "აიაქსის" რიგებიდან ორი გოლი ბრობის ანგარიშზეა, მესამე გოლი ჩუბა აკპომის.

მარსელს 11 ქულა აქვს და 1 ტურით ადრე ჯგუფიდან გავიდა. მეორე ადგილზე ბრაიტონია 10 ქულით. "აიაქსი" კი ბოლო ადგილზე 2 ქულით, ათენის "აეკს" 4 ქულა აქვს. შემდეგ მატჩში ნიდერლანდული გუნდი საკუთარ არენაზე სწორედ ბერძნულ გუნდს შეხვდება და მოგების შემთხვევაში კონფერენს ლიგაზე გასვლას მოახერხებს.

სხვა სტატიები