Belive

აიაქსი ჰენდერსონის ტრანსფერით ინტერესდება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" ყოფილი კაპიტანი, რომელიც ამჟამად "ალ იტიფაქის" ღირსებას იცავს, შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "აიაქსი" ჯორდან ჰენდერსონის ტრანსფერით ინტერესდება.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ "ალ იტიფაქი" ჰენდერსონს იანვარში კლუბის დატოვების შესაძლებლობას მისცემს, "აიაქსი" ინგლისელი ვარსკვლავის ტრანსფერს გააოფიციალურებს. ჰენდერსონის მიმართ დაინტერესებას რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენს, თუმცა რეალური წინადადება მხოლოდ "აიაქსს" აქვს.

სხვა სტატიები