Belive

აღიარება ოქროს ბურთამდე - ლამინე იამალი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

CIES-მა ((სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრი) ლამინ იამალი გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

შვეიცარიაში არსებულმა ორგანიზაციამ, რომელიც 2005 წლიდან აწარმოებს სპორტის კვლევებს, წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა (2024 წლის 22 სექტემბრიდან, 2025 წლის 22 სექტემბრამდე).

რეიტინგი, სახელწოდებით „CIES Ballon d'Or“, ეყრდნობა მოთამაშეების თამაშს რამდენიმე კატეგორიაში (დარტყმების რაოდენობა და ეფექტურობა, დარტყმამდე გაცემული პასების რაოდენობა, დრიბლინგის წარმატება, საჰაერო თამაში, მიწაზე მოგებული დუელები და ა.შ.), ასევე მათი მატჩებისა და შედეგების სპორტულ დონე.

1. ლამინ იამალი (ბარსელონა) - 100.
2. კილიან მბაპე (რეალ მადრიდი) - 98.6.
3. პედრი (ბარსელონა) - 97.5.
4. ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული) - 97.2.
5. მაიკლ ოლისე (მიუნხენის ბაიერნი) – 96,8.
6. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 96,2.
7-8. უსმან დემბელე (პსჟ) – 95,6.
7-8. ჯოშუა კიმიხი (მიუნხენის ბაიერნი) – 95,2.
9. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ) – 95,2.
10. ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის რეალი) – 95,1.
11-13. რაფინია (ბარსელონა) – 94,7.
11-13. ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი) – 94,7.
11-13. ფლორიან ვირცი (ბაიერ ლევერკუზენი და ლივერპული) – 94,7.
14. უილიამ სალიბა (არსენალი) – 94,6.
15-16. კიმ მინ ჯე (ბაიერნი) – 94,2.
15-16. ვიტინია (პსჟ) – 94,2.
17. უპამეკანო (ბაიერნი) – 93,9.
18. მარტინ ოდეგორი (არსენალი) – 93,7.
19. რაიან გრევენბერხი (ლივერპული) – 93,5.
20. პაუ კუბარსი (ბარსელონა) – 93,3.

აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ რეიტინგში 23-ე ადგილი დაიკავა, რონალდუ კი სიაში არაა. ხვიჩა კვარაცხელია 25-ე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები