ნიდერლანდების ჩემპიონატის 23-ე ტურში "ტვენტემ" შინ "ალკმაარი" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
მატჩი შეუცვლელად ჩაატარა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი აბურჯანიამ, რომელმაც 25-ე წუთზე სტუმართა კარში ულამაზესი ჯარიმა გაიტანა.
საერთო ჯამში, 25 წლის ნახევარმცველმა თავისი საქმე შესანიშნავად შეასრულა, რის გამოც, ერთ-ერთი გამოცემის მიხედვით, გიორგი ერედივიზიონის 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.