Belive

abola: "სპორტინგი უკვე ემზადებოდა, ქოჩორაშვილს ესპანეთში დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს"

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლებელია ლისაბონის სპორტინგიდან ესპანურ ლა ლიგაში დაბრუნდეს.

"26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა უკვე იცის, რომ რუი ბორჟესის გეგმებში არ შედის და ესპანეთში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

იგი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ნახევარდაცვაში მესამე არჩევანიც კი არასდროს ყოფილა.

ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი კი კარგ დონეზე დაიწყო (მე-9 ტურამდე ყოველთვის იღებდა სათამაშო დროს), თუმცა ეტაპობრივად ფორმა დაკარგა და ფინიშის დროს ძალიან ცოტა დრო ეთმობოდა. მას აჯობეს არამხოლოდ მორტენ ჰიულმანდმა და ჰიდემასა მორიტამ, რომლებიც ჩვეულებრივ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები არიან, არამედ ჟოაო სიმოეშმა და დანიელ ბრაგანსამაც.

ამ მცირე სათამაშო დროის გამო, ნახევარმცველმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ესპანეთში დაბრუნების შესახებ და სატრანსფერო ბაზარზე იმყოფება. სპორტინგს უკვე ჰქონდა გარკვეული კონტაქტები, თუმცა კონკრეტულ წინადადებებს ელოდება, რადგან მათი მიზანი ფეხბურთელის გაყიდვა და გასული სეზონის დაწყებამდე გაღებული ინვესტიციის ამოღებაა", - წერს A bola.

გიორგი ქოჩორაშვილს ამ სეზონში ლისაბონის სპორტინგის შემადგენლობაში 26 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

26 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატების სურვილი რამდენიმე ესპანურ გუნდს, მათ შორის ლევანტეს, ჟირონას და რაიო ვალეკანოს აქვს.