Belive

99,7%-იანი შანსი საქართველოს - Football Meets Data-ს განახლებული მონაცემები

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩების დასრულების შემდეგ, Football Meets Data-მ ნაკრებების B ლიგაში დარჩენისა და დაწინაურების შანსები კიდევ ერთხელ შეაფასა.

ფაქტობრივად, 100%-ითაა გადაწყვეტილი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან სტუმრად მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. საინტერესოა, რომ გუშინდელ შეხვედრამდე, ჩვენი გუნდის შანსები 83%-ით ფასდებოდა, სომხეთის კი, შესაბამისად, 17%-ით.

B ლიგაში დარჩენის/დაწინაურების შანსები:

  • საქართველო (99,7%) - სომხეთი (0,3%)

  • ირლანდია (87%) - ბულგარეთი (13%)

  • კოსოვო (63%) - ისლანდია (37%)

  • სლოვენია (61%) - სლოვაკეთი (39%)

საქართველოსა და სომხეთს შორის საპასუხო მატჩი კვირას, 23 მარტს, თბილისში გაიმართება.

სხვა სტატიები