Belive

805 სანაკრებო და საკლუბო მატჩის შემდეგ იაგიელკამ კარიერა დაასრულა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის საფეხბურთო ნაკრებისა და "ევერტონის" ყოფილმა ფეხბურთელმა - ფილ იაგიელკამ, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

ვეტერანი ინგლისელის პროფესიონალური კარიერა "შეფილდში" დაიწყო, თუმცა კარიერის საუკეთესო წლები "ევერტონში" გაატარა. მერსისაიდული კლუბის რიგებში, იაგიელკა 2007-19 წლებში ასპარეზობდა და კლუბის გულშემატკივრებს არაერთი გამორჩეული პერფორმანსით დაამახსოვრა თავი. რაც შეეხება ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს - იაგიელკამ "სამი ლომის" ღირსება 2008-16 წლებში, 40 მატჩში დაიცვა.

იაგიელკას უკანასკნელი კლუბი ჩემპიონშიპში მოასპარეზე "სტოკი" აღმოჩნდა, რომელსაც 2022 წლის 15 იანვარს შეუერთდა. საბოლოოდ, საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჩატარებული 805 მატჩის შემდეგ, იაგიელკამ პროფესიონალური კარიერა დაასრულა.

სხვა სტატიები