Belive

6-წლიანი პაუზის შემდეგ, ფლორიან ტოვენი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ტრავმირებული ბრედლი ბარკოლას ნაცვლად, ეროვნულ გუნდში ლანსის შემტევი, ფლორიან ტოვენი გამოიძახა.

32 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ნაკრებში ბოლოს 6 წლის წინ, 2019 წლის ივნისში, ანდორას წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. მაშინ ტოვენი ჯერ კიდევ მარსელის ღირსებას იცავდა, 2 წლის შემდეგ კი მექსიკურ ტიგრესში გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ტოვენის ანგარიშზე ლანსის მაისურით ჩატარებულ 7 შეხვედრაში 2 გოლია.

საფრანგეთის ნაკრები ოქტომბერში 2 მატჩს ჩაატარებს - დეშამის გუნდი 10-ში აზერბაიჯანს უმასპინძლებს, 13-ში კი ისლანდიას ესტუმრება.

სხვა სტატიები