საფრანგეთმა მომდევნო მატჩისთვის, შეიძლება შემადგენლობა შეცვალოს
საფეხბურთო გამოცემა Goal.com-ის მიხედვით, დიდიე დეშამი, ერაყთან მატჩის წინ, ძირითად თერთმეტეულში, ცვლილებების შეტანას გეგმავს. ფრანგი სპეციალისტი, ძირითად შემადგენლობაში ბრედლი ბარკოლას დაყენებას განიხილავს, რომელმაც შეიძლება, თანაგუნდელი, დეზირე დუე შეცვალოს. ბარკოლას წინა შეხვედრაში, სენეგალის წინააღმდეგ, კარგი მატჩი ჰქონდა. ბრედლი, შეხვედრაში, სათადარიგოდან ჩაერთო და გოლიც გაიტანა. თავის მხრივ დუემ კი, საკმაოდ სუსტი მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მომენტი ჰქონდა.
გარდა შეტევისა, ცვლილებები შეიძლება დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზშიც განხორციელდეს. მარცხენა მცველის პოზიციაზე, ტეო ერნანდესის მაგივრად, ლუკას დინიეს მოიაზრებენ. ხოლო ნახევარდაცვაში, აურელიან ჩუამენის შემცვლელად, შეიძლება მანუ კონე ვიხილოთ.
დიდიე დეშამის გუნდს ჯგუფიდან გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს. საფრანგეთი, მომდევნო შეხვედრაში, ერაყის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, პლეი-ოფის საგზურს, ვადაზე ადრე მოიპვებს.
მატჩი 23 ივნისს, ფილადელფიაში გაიმართება.
Didier Deschamps prévient ses joueurs… IL NE FAUDRA PAS SOUS-ESTIMER L’IRAK ! 🇮🇶🙅🏽♂️
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) June 20, 2026
« Ce n’est pas une petite équipe, ils ont des qualités et l’ont montré face à l’Espagne et la Bolivie. »
🎥 (@equipedefrance) pic.twitter.com/IfFu4lgNHC