58 წლის რომარიო შაბათს პროფესიონალურ ფეხბურთს დაუბრუნდება
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რომარიოს პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნება სულ უფრო და უფრო ახლოვდება.
შაბათს ,,ამერიკა რიო დე ჟანეირო'', რომლის პრეზიდენტიც თავად რომარიოა, Seria A2-ის შეხვედრას ჩაატარებს და დიდი ალბათობით, მატჩში რამდენიმე წუთს 58 წლის ბრაზილიელიც ითამაშებს:
,,ვვარჯიშობდი და იმას ვაკეთებდი, რაც სამწვრთნელო შტაბთან იყო შეთანხმებული.
რეალური შანსია, რომ შაბათს მატჩის ბოლო 15-20 წუთი ვითამაშო.'' - რომარიო
რომარიო კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში, მათ შორის ,,პსვ-ში'', ,,ბარსელონასა'' და ,,ვალენსიაში'' თამაშობდა. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გოლეადორმა კარიერა 2009 წელს სწორედ ,,ამერიკა რიო დე ჟანეიროში'' დაასრულა.
ლეგენდარულ თავდამსხმელს, რომელიც ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონია, ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 70 შეხვედრაში 55 გოლი აქვს გატანილი.