რომარიო: "თანამედროვე ბრაზილიელები ევროპაში ჩვენს იდენტობას კარგავენ"
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთლემა და 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონმა - რომარიომ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ მდგომარეობაზე, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე, ნეიმარზე და სხვა მრავალ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
მსოფლიო ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ასეთი სუსტი ბრაზილიის ნაკრები დიდი ხანია არ ახსოვს და მათგან მუნდიალზე დიდ შედეგს არ ელის.
"ტექნიკურად ბრაზილიის ნაკრების ძალიან დასუსტრდა - რონალდოს, რონალდინიოს და რივალდოს თაობიდან თაობამდე ყველაფერი რთულად იყო, თუმცა გამოდიოდა, რადგან ამისათვის სწორი სამუშაოები ტარდებოდა.
ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ისეთი ბრაზილიის ნაკრები, სადაც ვარსკვლავები მასიურად ვეღარ თამაშობდნენ და გავხდით მხოლოდ ერთ კაცზე - ნეიმარზე დამოკიდებულები, რომელიც ნამდვილად გასაოცარი იყო როგორც ნაკრებში, ისევე საკლუბო ფეხბურთში.
ახლა ვატყობ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა, თუმცა ანჩელოტის ნაკრებში სიტუაციის გამოსწორება შეუძლია, ამისათვის კი ვთვლი, რომ ნეიმარი მუნდიალზე აუცილებლად უნდა მოხვდეს. მე არ ვიძახი იმას, რომ 90 წუთი უნდა ითამაშოს ყველა თამაში და შეუცვლელი ფიგურა იყოს ნაკრებში, თუმცა ამ ნაკრებში და მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ სუსტ ბრაზილიის ნაკრებში, ნეიმარი აუცილებლად საჭირო ფიგურაა.
რაც შეეხება ჩვენს ახალგაზრდულ თაობას, არ ვიცი, მე მათი თამაშითა და გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ ვარ. მეტიც, ჩემი აზრით პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ახალგაზრდები ძალიან ადრე მიდიან ევროპაში და პატარა კლუბებს უერთდებიან, სადაც ადრეულ ასაკშივე კარგავენ ბრაზილიურ დნმ-ს და შემდეგ ამ ყველაფრის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია..." - რომარიო
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი - რომარიო, 1994 წლის მუნდიალის გამარჯვებულია. მას ეროვნულ ნაკრებთან ერთად ასევე 2-ჯერ აქვს მოგებული კოპა ამერიკა, 1994 წელს კი FIFA-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
გარდა ამ მიღწევებისა, რომარიო ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია (55 გოლი).