Belive

50 მილიონი - ხვიჩა კვარაცხელიას დამატება პრემიერ ლიგის გუნდს სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში მყოფი "ნიუკასლი", საქართველოს ნაკრების და იტალიური "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ინტერესდება.

როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს, ინგლისური კლუბი,  რომელშიც ახალი არაბული პროექტი დაიწყო და რომელიც შემადგენლობის გაძლიერებაზე მუდმივ რეჟიმში, აქტიურად მუშაობს, მსოფლიო ფეხბურთის 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის დამატებით სერიოზულად ინტერესდება და პირველ შეთავაზებასაც ამზადებს.

ხსენებული გამოცემის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია "ნიუკასლის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა და ინგლისური კლუბი მასში იტალიურს 50 მილიონ ევროს უხდის.

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მოგროვებული, ასევე მის აქტივში 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები