Belive

ნაპოლის ლეგენდარული მწვრთნელი: "ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და შემდეგში იმ პირველმა მწვრთნელმა, რომელმაც გუნდს სკუდეტო მოაგებინა, ნეაპოლელთა მიერ "რომას" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების (2:1) შემდეგ, მათი ამჟამინდელი შესანიშნავი სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა და ივარაუდა, რომ ამ გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობაც აქვს.

"ეს იყო ნამდვილი მატჩი. მაღალი კონკურენციითა და ტექნიკური ღირებულებებით.

"ნაპოლის" ამ სიტუაციაში ნახვა უპრეცენდენტოა, ასეთი ანომალიური ჩემპიონატი არასდროს ყოფილა. "ნაპოლი" არა თუ კარგად, არამედ ძალიან კარგად გამოდის. ეს მათი გამარჯვების წყურვილში ჩანს.

საუკეთესო ფეხბურთელები თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან იწყებენ, თამაშში განსხვავების შეტანა კი მათ შემცვლელებსაც შეუძლიათ.

ეს მშვენიერი კოლექტივია და დროდადრო ვიღაც საკუთარ თავზე იღებს ლიდერის როლს. არავინ არის სტატიკური, ეს ნამდვილად სასიამოვნო სანახავია.

ჩემი აზრით "ნაპოლის" უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია. ყველა უცხოური კლუბი დასუსტებულია. ეს პროგნოზირებად იყო, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატმა სეზონი შუაში გააჩერა და გუნდების ენერგიასა და ძალისხმევაზე გავლენა მოახდინა. ეს ჩანს მადრიდის "რეალის", "პსჟ-ს" და "ლივერპულის" სათამაშო ფორმაში. "ნაპოლის" გაუმართლა კიდეც, რომ მუნდიალზე ბევრი ფეხბურთელი არ ჰყავდა, მაგრამ ეს მის ღირებულებას არ აკნინებს - ამით გუნდის ხელმძღვანელობას ჩრდილი მცირედიდაც კი არ ადგება", - თქვა 79 წლის სპეციალისტმა, რომელმაც 1986 წელს, დიეგო მარადონას ლიდერობით ნეაპოლს იტალიის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს 20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 53 ქულა აქვს და სერია A-ს ერთპიროვნულად, უახლოეს მდევარ მილანის “ინტერთან” 13-ქულიანი სხვაობით ლიდერობს.

სხვა სტატიები