3 წითელი ბარათი და მექსიკის გამარჯვება სამხრეთ აფრიკასთან
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დრამატულად და მძიმედ დაიწყო. მექსიკაში აცტეკას სტადიონზე მიმდინარე მუნდიალის პირველი შეხვედრა მექსიკის ნაკრებსა და სამხრეთ აფრიკას შორის გაიმართა, რომელიც მექსიკელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
პირველი გოლი მე-9 წუთზე ხულიან კინიონესმა გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში რაულ ხიმენესმა 67-ე წუთზე დააფიქსირა. შეხვედრაში გოლების გარდა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც იყო გასათვალისწინებელი, მსაჯმა ფეხბურთელებს 3 წითელი ბარათი უჩვენა, რომელიც რეკორდია, აქამდე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, კერძოდ კი გახსნით მატჩში 3 წითელი ბარათი არასდროს დაფიქსირებულა. პირველი წითელი ბარათი 49-ე წუთზე იაია სითოლემ მიიღო, 84-ე წუთზე ტემბა ზვანემ, ხოლო 90+2-ზე კი სეზარ მონტესმა.
ამ გამარჯვებით მექსიკის ნაკრები A ჯგუფში 3 ქულით გალიდერდა, მომდევნო შეხვედრა, დღეს 06:00 საათზე ჩეხეთსა და სამხრეთ კორეას შორის გაიმართება.
Co-hosts off to a winning start! 🇲🇽#FIFAWorldCup
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) June 11, 2026