3 ლომის ისტორიაში პირველად - ჯორდან პიკფორდი ინგლისის ნაკრების რეკორდსმენია
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ინგლისის ნაკრებმა სერბეთს უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. ინგლისელებს საკვალიფიკაციო ეტაპზე შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვთ, მათ 7/7 მატჩი მოიგეს, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვიათ და ბურთების შეფარდება 20:0-ზე აქვთ.
ამ მატჩში კარის მშრალად შენახვით, ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორმა, შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსიდა და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ახალი ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
კერძოდ, პიკფორდი გახდა ინგლისის ნაკრების ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც ზედიზედ 9 ოფიციალურ მატჩში კარის მშრალად შენახვა შეძლო. მან პიტერ შილტონის რეკორდი მოხსნა, რომელსაც 1989 წელს 8-ჯერ ჰქონდა კარი მშრალად შენახული
9 - Jordan Pickford is the first goalkeeper in England's history to go nine consecutive competitive appearances without conceding a goal, breaking Peter Shilton's record of eight which had stood since 1989. Wall. pic.twitter.com/fA62RoEfzt
— OptaJoe (@OptaJoe) November 14, 2025
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა უკვე შეძლო და მოიპოვა 2026 წლის მუნდიალის საგზური. ისინი საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მატჩს ალბანეთთან, 16 ნოემბერს გამართავენ, თუმცა ეს მატჩი მხოლოდ სიმბოლური იქნება, რადგან ამ ჯგუფში უკვე ყველაფერი გარკვეულია.
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, ალბანეთი კი პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.