Belive

25 მატჩში 1 მარცხი - ხავი ბარსელონას ისტორიაში შევიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონა" 2022/2023 წლების სეზონში საუცხოოდ კარგ ფორმაში იმყოფება, რასაც ბოლო წლების განმავლობაში მიჩვეულები ნამდვილად არ ვართ.

კატალონიელები 21 ტურის შემდეგ, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებას 9 ქულით ლიდერობენ ("რეალს" გამოტოვებული აქვს 1 მატჩი). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 21 ტურის შემდეგ, ხავის გაწვრთნილ გუნდს 43 გოლი აქვს გატანილი, საკუთარ კარში კი მხოლოდ 7 გოლი მიიღეს, აქედან 3 გოლი მხოლოდ ერთ მატჩში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გაუშვეს.

თასის ნახევარფინალში იასპარეზებენ, სადაც მათი მეტოქე მადრიდის "რეალი" იქნება. ასევე წინ ევროპა ლიგის 1/16-ფინალის მატჩი აქვთ, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდებიან.

პირველი 25 მატჩის შემდეგ, ხავი ერნანდესი "ბარსელონას" ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ლა ლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი დათმო.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალბედა სპეციალისტმა პეპ გუარდიოლას რეკორდიც გაიმაორე - ზედიზედ 11 გამარჯვება ლა ლიგაში.

სხვა სტატიები