Belive

მესიმ ბარსელონაში შესაძლო დაბრუნების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, კატალონიის ,,ბარსელონაში'' დაბრუნება გამორიცხა.

,,შემეძლო, ბარსელონაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს არ მოხდა. ვფიქრობდი დაბრუნებაზე, იქ ცხოვრებასა და კარიერის დასრულებაზე, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

არის თუ არა იჯარით ბარსელონაში ან რომელიმე სხვა გუნდში გადასვლის შანსი? არა! არანაირი...

წელს ევროპიდან და საუდის არაბეთიდან ბევრი შემოთავაზება მქონდა. თუმცა, მაიამიში გადასვლა გადავწყვიტეთ და ამით ბედნიერი ვარ. მადლობა ღმერთს, ევროპაში არაჩვეულებრივი კარიერა მქონდა, რაზეც ვოცნებობდი, ყველაფერი მოვიგე. ახლა ვფიქრობ, რომ იქ სათამაშოდ აღარ დავბრუნდები.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი? იმის გათვალისწინებით თუ რამდენი წლის ვიქნები, რთულად მოჩანს, მაგრამ, ვნახოთ.'' - ლეო მესი

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, მესიმ ,,პარი სენ ჟერმენი'' დატოვა და ,,ინტერ მაიამიში'' თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

არგენტინელის ანგარიშზე ამერიკული გუნდის მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები