2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები 6 ქვეყანაში გაიმართება
2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მაროკოში, ესპანეთში, პორტუგალიაში, არგენტინაში, ურუგვაისა და პარაგვაიში გაიმართება.
დღეს, ფიფას საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ მატჩები ჩატარდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც ტურნირის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა.
სამხრეთ ამერიკა სამ მატჩს უმასპინძლებს, გახსნითი შეხვედრა ურუგვაიში გაიმართება, რომელშიც ადგილობრივი ნაკრები ითამაშებს. საკუთარ მოედანზე ჩაატარებს პირველ მატჩებს არგენტინაც და პარაგვაიც.
დარჩენილი ყველა შეხვედრა კი ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გაიმართება.
2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საიუბილეოა - 1930 წელს პირველ ჩემპიონატს სწორედ ურუგვაიმ უმასპინძლა.
🏆🌎 Morocco, Spain and Portugal are set to host the 2030 World Cup.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 4, 2023
Uruguay, Argentina and Paraguay to play their first games at home to celebrate 100 years since the first edition.
It’s gonna be World Cup in three continents for the first time ever. pic.twitter.com/7TfnoRDcUw