Belive

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 39 მონაწილე ცნობილია

2 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს ევროპაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

ბოლო ტურში დიდი ინტრიგა იყო C ჯგუფში, სადაც მუნდიალზე პირდაპირ გასვლის შანსი შოტლანდიასა და დანიას ჰქონდათ - ბრიტანელებმა მეტოქე 4:2 დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეცხრედ გავიდნენ.

დაძაბული ტური გამოვიდა H ჯგუფშიც - ბოსნიას მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ავსტრიასთან გამარჯვება სჭირდებოდა და 77-ე წუთამდე იგებდა კიდეც, თუმცა მატჩი საბოლოოდ ფრედ დასრულდა და მუნდიალზე ავსტრია გავიდა.

ოფიციალურად დღეს მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება ესპანეთმა. შვეიცარიამ და ბელგიამაც.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები:

მასპინძლები:

  • აშშ, კანადა, მექსიკა.

ევროპიდან:

  • ავსტრია, გერმანია, ხორვატია, ინგლისი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, შოტლანდია, ესპანეთი, შვეიცარია;

  • გასათამაშებელი დარჩა კიდევ 4 საგზური.

აფრიკიდან:

  • ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ-დ'ივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი;

  • მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აქვს.

აზიიდან:

  • ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი.

  • მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ერაყს აქვს.

სამხრეთ ამერიკიდან:

  • არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი;

  • მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ბოლივიას აქვს.

ოკეანეთიდან:

  • ახალი ზელანდია

  • მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ახალ კალედონიას აქვს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. მუნდიალის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 5 დეკემბერს, ვაშინგტონში გაიმართება.

სხვა სტატიები