Belive

2020/21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგა ევროპის მასშტაბით ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, რომლის საპრიზო ფონდი, გაცილებით აღემატება სხვა ტურნირებს. ჩემპიონთა ლიგიდან მიღებული ფინანსური სარგებელი ევროპული კლუბების ნაწილისათვის შემოსავლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისად თითოელი თამაში ამ მხრივაც დიდ მნიშვნელობას იძენს. გთავაზობთ 2020/21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდს:
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი - 280,000 € მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი - 380,000 € მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი - 480,000 € ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდი - 15.25 მილიონი € ფრე ჯგუფურ ეტაპზე - 900,000 € მოგება ჯგუფურ ეტაპზე - 2.7 მილიონი € 1/8-ფინალში გასვლა - 9.5 მილიონი € 1/4-ფინალში გასვლა - 10.5 მილიონი € ნახევარფინალი - 12 მილიონი € ფინალისტი - 15 მილიონი € გამარჯვებული - 19 მილიონი €
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, "მანჩესტერ სიტიმ" ჯგუფურ ეტაპზე მოგებული 5 თამაშით და ფინალში გასვლით უკვე 60 მილიონი ევროზე მეტი გამოიმუშავა, ხოლო ჩელსიმ ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 4 გამარჯვებით და 2 ფრით, 60 მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლები. საყურადღებოა, რომ პანდემიის გამო ტურნირის საპრიზო ფონდი ცოტათი შემცირდა, თუმცა L'equipe-ის ცნობით 2021/22 წლების სეზონში საპრიზო ფონდი ისევ გაიზრდება.

სხვა სტატიები