Belive

2014 წლის შემდეგ პირველად - გერმანია პლეი-ოფში ითამაშებს

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს გერმანიასა და კოტ-დ'იუვარს შორის საკმაოდ მძიმე და იმავდროულად, სანახაობრივი მატჩი ვიხილეთ. გერმანიამ მეტოქე შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელის, დენიზ უნდავის დუბლის წყალობით დაამარცხა. მაგრამ ევროპელებისთვის, შეხვედრა მაინც მძიმე გამოდგა.

გერმანელები, მატჩის 22-ე წუთზე, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ დაწინაურდნენ, მაგრამ ეს გოლი გაუქმდა მას შემდეგ, რაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ხუან ბენიტესმა, ალექსანდერ პავლოვიჩი, კოტ-დ'იუვარელთა მეკარის, იაჰია ფოფანას წინააღმდეგ, წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. ამ მომენტს კი მალევე მოჰყვა აფრიკელთა გოლი. შეხვედრის 30-ე წუთზე იან დიომანდეს ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, ამად დიალოს აცილებულ ბურთს, ფრენკ კესიმ დაამატა და თავისი ნაკრები წინ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ კესისთვის ეს პირველი გოლი იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე.

პირველ ტაიმში, გერმანელებს მოერე გოლიც გააუქმეს, როდესაც კაი ჰავერცმა მას შემდეგ გაიტანა, რაც ჯამალ მუსიალამ, აფრიკელთა ცენტრალური მცველის, ოდილონ კოსუნუს წინააღმდეგ, წესების დარღვევით ითამაშა.

გერმანელებს, მეორე ტაიმში, შეტევაში თამაში დიდად არ გამოსდიოდათ, მაგრამ ყველაფერი დენიზ უნდავის მოედანზე გამოსვლის შემდეგ შეიცვალა. უნდავმა შეხვედრის 68-ე და 94-ე წუთებზე, ორი გოლის გატანა შეძლო და მოპოვებული სამი ქულით, საკუთარი ნაკრები ჯგუფიდან გაიყვანა. გერმანიამ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, პირველად მოახერხა ჯგუფიდან გასვლა.

გარდა ამისა, მანუელ ნოიერმა, დღეს თავისი 21-ე მუნდიალური მატჩი ჩაატარა და მეკაარეებს შორის მსოფლიო ჩემპიონატებზე გაამრთული თამაშების რაოდენობით, რეკორდსმენი გახდა. გერმანელმა ლეგენდამ უგო ლორისს გადაასწრო, რომელსაც მუნდიალებზე 20-ჯერ აქვს ნათამაშები.

დღეს E ჯგუფის კიდერ ერთი შეხვედრა გაიმართება კურასაოსა და ეკვადორს შორის. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებს კი გერმანია ეკვადორის, ხოლო კოტ-დ'იუვარი კურასაოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები