Belive

2005 წლის შემდეგ პირველად...

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

27 თებერვალს Fifa-ს დაჯილდოება გაიმართა, სადაც 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე, გულშემატკივარი, მწვრთნელი, გოლი და Fair Play-ს ჯილდო გამოვლინდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Fair Play-ს ჯილდოს მფლობელი ქართველი მცველი – ლუკა ლოჩოშვილი გახდა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს კი ლეო მესი დაეუფლა, რომლისთვისაც ეს კარიერაში 77-ე ინდივიდუალური ჯილდო იყო.

აღსანიშნავია, რომ 2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა ის ფაქტი, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ Fifa-ს საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ათეულშიც ვერ მოხვდა.

კრიშტიანუს ეს ინდივიდუალური ტიტული 5-ჯერ აქვს მოგებული - 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში.

სხვა სტატიები