Belive

2 გოლი 10 წამში - უცნაური ეპიზოდი საფრანგეთის ლიგა 1-ში

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში ,,რენმა'' ,,ნანტს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა, რამაც სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა ყურადღება მიიქცია.

მატჩის 86-ე წუთზე მოჰამედ მეიტემ თავით გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა თავდაპირველად ვერ დაინახა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. ამის მიუხედავად, ,,რენის'' ფეხბურთელების ნაწილმა გოლის აღნიშვნა დაიწყო, თუმცა მატჩი გაგრძელდა და ეპიზოდიდან დაახლოებით 10 წამში ,,რენმა'' კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო. საბოლოოდ, არბიტრმა VAR-თან შეთანხმებით, მეიტეს მიერ გატანილი გოლი ჩათვალა.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები