18 წლიანი ისტორიის დასასრული | ლუკას ვასკესმა რეალი დატოვა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
34 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა - ლუკას ვასკესმა, 18-წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ, 'სამეფო კლუბი' ოფიციალურად დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია 'სამეფო კლუბმა' დაადასტურა და აღნიშნა, რომ ლუკას ვასკესს შესაბამისად დაფასდება და მას 17 ივლისს სანტიაგო ბერნაბეუდან გააცილებენ.
Comunicado Oficial: acto de despedida de Lucas Vázquez. #GraciasLucas
— Real Madrid C.F. (@realmadrid) July 16, 2025
"ვასკესი ჩვენს კლუბს 2007 წელს, 16 წლის ასაკში შეუერთდა და ჩვენი ახალგაზრდული სისტემის ყველა დონეზე თამაშობდა, 19-წლამდელებიდან დაწყებული „კასტილიათი“ დამთავრებული. ესპანიოლში იჯარით გატარებული სეზონის შემდეგ, მას რეალის პირველ გუნდში დებიუტი 2015 წლის სექტემბერში ჰქონდა. ამის შემდეგ მან ჩვენი მაისური 10 სეზონის განმავლობაში 402 მატჩში მოირგო, რაც „რეალ მადრიდის“ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდია. ამ დროის განმავლობაში მან 23 ტიტული მოიგო: 5 ჩემპიონთა ლიგა, 5 საკლუბო მსოფლიო თასი, 4 ევროპის სუპერთასი, 4 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი და 4 ესპანეთის სუპერთასი.
ფლორენტინო პერესისთვის, ლუკას ვასკესი სამაგალითოდ წარმოადგენს „რეალ მადრიდის“ ღირებულებებს, რამაც ის ჩვენი გულშემატკივრების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფეხბურთელად აქცია. ლუკას ვასკესი სიმბოლურად გამოხატავს შრომისმოყვარეობას, შეუპოვრობას, თავმდაბლობას და გამარჯვებულის სულისკვეთებას, რაც აუცილებელია ამ მაისურით წარმატების მისაღწევად. ის არის ფეხბურთელი, რომელიც იმსახურებს ჩვენი ყველა გულშემატკივრის სიყვარულსა და აღიარებას. „რეალ მადრიდი“ მისი სახლია და ყოველთვის იქნება..." - ვკითხულობთ რეალის განცხადებაში
ლუკას ვასკესმა 'სამეფო კლუბში' 402 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 38-ჯერ შეძლო გოლის გატანა, 73-ჯერ კი საგოლე გადაცემის შესრულება.