17 წლის ფრანკო მასტანტუონომ არგენტინული ფეხბურთის ისტორია დაწერა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-15 ტურში არგენტინის ნაკრებმა ჩილე სტუმრად მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
სათადარიგოთა სკამიდან, მატჩის 84-ე წუთზე მოედანზე, 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი ფრანკო მასტანტუონო შემოვიდა, რომელმაც ტიაგო ალმადა შეცვალა, სწორედ მის სადებიუტო თამაშს მოჰყვა დიდი ისტორიის დაწერა.
კერძოდ - ფრანკო მასტანტუონო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ნაკრების ისტორიაში, რომელმაც არგენტინის ფორმა მოირგო (17 წლის და 295 დღის).
Franco Mastantuono became Argentina's youngest debutant this century 🇦🇷🤩 pic.twitter.com/QBLUH2Fy1B
— LiveScore (@livescore) June 6, 2025
ფრანკომ ლეო მესისა და კუნ აგუეროს რეკორდები მოხსნა.
17 წლის მასტანტუონოს დებიუტი რივერში 2024 წლის იანვარში შედგა და ადგილობრივი მედია მას არგენტინული ფეხბურთიდან წამოსულ ახალ საოცრებად მიიჩნევს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მასტანტუონოს გადაბირებით მსოფლიოს საფეხბურთო გრანდები იბრძვიან, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით კი, მის გადაბირებაში მთავარი ფავორიტი მადრიდის რეალია.