Belive

17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ ახალ კალედონიას 77-ჯერ დაურტყა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინდონეზიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (U17), ბრაზილიასა და ახალ კალედონიას შორის მატჩში უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ბრაზილიელებმა მეტოქის კარში დარტყმა 77-ჯერ სცადეს. კარის ჩარჩოში სულ 24 დარტყმული წავიდა, მეკარემ 13-ჯერ მოიგერია, გოლი კი 9-ჯერ გავიდა. საბოლოოდ ბრაზილიელებმა 9-0 გაიმარჯვეს, თუმცა ჯგუფში 3 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ, რადგან პირველი შეხვედრა ირანთან (2-3) წააგეს, ინგლისელებს კი ახალი კალედონიის ნაკრებთან 10-0 აქვთ მოგებული.

მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას 24 გუნდი იღებს და ისინი 6 ჯგუფში არიან განაწილებული, ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს. ბომბარდირთა პირველ სამეულში ორი 17 წლის ბრაზილიელი, რაიან ვიტორი და ნოგუეირა არიან.



სხვა სტატიები