Belive

მაქსი გომესი: ,,ბედნიერები ვართ, რომ მამარდაშვილი გვყავს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბილბაოსთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ,,ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა, ,,ღამურების” მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:
,,მძიმე ბრძოლა გამოვიდა, ბილბაო კარგ ფორმაშია, ევროტურნირისთვის იბრძვიან და ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ჩემს ფეხბურთელებს უნდა მივულოცო, მათ ბოლომდე იბრძოლეს. შეხვედრის ბოლოს ატლეტიკმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, განსაკუთრებით სტანდარტებიდან, მაგრამ მამარდაშვილი ძალიან კარგი იყო.''
მამარდაშვილის დამაჯერებელი თამაში ვალენსიელთა შემტევმა, მაქსი გომესმაც გამოარჩია:
,,დაცვა ფანტასტიკურ მატჩებს ატარებს. თავს კარგად ვიცავთ, გიორგი შთამბეჭდავია... ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს. კარის მშრალად შენახვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ახლა საკუთარი ფანების წინაშე ბეტისის დამარცხებას უნდა ვეცადოთ,'' - განაცხადა გომესმა.
მამარდაშვილი ,,ბილბაოსთან” შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ქართველმა მეკარემ დღევანდელ მატჩში მეტოქის დარტყმა ხუთჯერ მოიგერია. 35 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 44 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. ხოსე ბორდალასის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, ,,ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები