Belive

მარტინესი: ,,თერთმეტმეტრიანებში ვარჯიშს აზრი არ აქვს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, პორტუგალიასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი მოტივირებული და კონცენტრირებულია:
,,თერთმეტმეტრიანებში ვარჯიშს აზრი არ აქვს, ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც პენალტის დარტყმა შეუძლიათ. სია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შევადგინეთ და მას შემდეგ განახლდა. მოტივირებულები და კონცენტრირებულები ვართ. ვგრძნობ, რომ ამ გუნდს დიდი ენერგია აქვს. პორტუგალია არის ნაკრები, რომელიც გარემოებებს სწრაფად ეგუება. იქნება თუ არა მატჩი გახსნილი, დამოკიდებულია იმაზე თუ რა მოხდება. ჩვენს მეტოქეს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს,'' - მარტინესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
დღეს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს პორტუგალიისა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, მატჩი სევილიაში გაიმართება.  

სხვა სტატიები