Belive

12-დღიანი ტყვეობის შემდეგ, ლუის დიასის მამა გაათავისუფლეს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოლუმბიის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ ,,ლივერპულის'' შემტევის, ლუის დიასის მამა გამტაცებლებისგან 12-დღიანი ტყვეობის შემდეგ დაიხსნა.

Marca-ს ცნობით, ფეხბურთელის მამა ახლა გაეროს თანამშრომლებთან ერთადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დიასის მშობლები 29 ოქტომბერს გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მანქანას მართავდნენ, როცა გამტაცებლებმა მოტოციკლეტებით გზა გადაუღობეს და ადგილიდან მათივე მანქანით წაიყვანეს. კოლუმბიის პოლიციამ ფეხბურთელის დედის გათავისუფლება გატაცებიდან რამდენიე საათში შეძლო.

სხვა სტატიები