Belive

რუბინის მთავარი მწვრთნელი: ,,პირდაპირ ვამბობ - კვარაცხელიას სეზონის ბოლომდე თამაშის შანსი აქვს''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა:
,,ყოველთვის რთულია, კატეგორიულად ისაუბრო იმაზე თუ რა და როგორ იქნება... პირდაპირ ვამბობ: სეზონის ბოლომდე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შანსები არსებობს,'' - სლუცკის სიტყვებს რუბინის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
კვარაცხელიამ ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურში, ,,ურალთან'' მატჩის 32-ე წუთზე მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. რამდენიმე დღის წინ, ყაზანური გუნდის გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა, განაცხადა, რომ ხვიჩა სეზონის ბოლომდე თამაშს ვეღარ შეძლებდა. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.  

სხვა სტატიები