Belive

ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური დინამო ბათუმის ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველი ფეხბურთელი დაიმატა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობები აჭარულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა და პაატა ღუდუშაურის დამატება გაასაჯაროვა. 25 წლის შემტევმა ახალ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მაშინ, როცა გორის "დილადან" მარჯვენა ფლანგის ვინგერის დამატებაზე პირველი ცნობები გაჟღერდა, ბათუმელი ქომაგები ინფორმაციას პროტესტით შეხვდნენ. საქმე იმაშია, რომ 2019 წლის 19 მაისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ  საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის პაატა ღუდუშაური პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით მათ ფეხბურთში საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ. თუმცა, მოგვიანებით, საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის საბოლოო გადაწყვეტილებით პაატა ღუდუშაურს სამუდამო დისკვალიფიკაცია 1-წლიანით შეეცვალა და 2020 წლის 1 ივლისიდან კონტრაქტი გორის “დილასთან” გააფორმა. https://www.live.ge/fexburti/paata-ghudushauri-dinamo-bathumshi-gadadis-qomagebi-transphers-aprotesteben/ შიდა ქართლური კლუბის მაისურით 25 წლის ფეხბურთელმა 55 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები