Belive

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი არაბიძე კარიერას ქუთაიასის "ტორპედოში" გააგრძელებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმერული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. 23 წლის შემტევის კონტრაქტი "ტორპედომ" "ნასიონალიდან" გამოისყიდა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. საქართველოს მეორე ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ეროვნული ლიგის წარმომადგენლებს შორის განხორციელებული ტრანსფერების ხარისხითა და რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავეა. ქუთაისელებმა უკვე აკაკი შულაია, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი კუხიანიძე, გიული მანჯგალაძე, გიორგი ქიმაძე, ირაკლი ბუღრიძე, დინო ჰამზიჩი, ნიკა სანდოხაძე და გიორგი პაპუნაშვილი დაიმატეს, არაბიძე კი უკვე მეათე ახალწვეულია. https://www.live.ge/erovnuli-liga/torpedo-dzlierdeba-quthaiselebma-6-gamotsdili-phekhburtheli-daimates/ გია ცეცაძის გუნდმა, ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია დაიკავა, პლეი-აუტში კი ორმატჩიან დუელში მარტვილის “მერანს” – 3:2 სძლია და რანგით უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 2022 წლის სეზონს "ტორპედო" 25 თებერვალს, თბილისში, "დინამო არენაზე", ვიცე-ჩემპიონ "დინამო თბილისთან" ქართული დერბით დაიწყებს.

სხვა სტატიები