Belive

ევროტურნირების მატჩებს შესაძლოა ქართველი გულშემატკივარი დაესწროს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების საქართველოში გამართვის შემთხვევაში, შესაძლოა, უეფამ მაყურებელი ტრიბუნებზე დაუშვას. „ჩვენც და უეფა-ს დაინტერესებულები ვართ, რომ სტადიონზე ხალხი შევიდეს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომ შიდა ჩემპიონატში მაყურებელი თამაშებს ესწრება. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ეს განაპირობებს იმას, რომ უეფა მაყურებლების გარკვეულ რაოდენობას ევროთასების მატჩებზე დაუშვებს, მაგრამ შემოდგომისთვის რა ვითარება იქნება, როდესაც სანაკრებო თამაშებია დაგეგმილი, ჯერ უცნობია. იმედია, უკეთესი ვითარება იქნება და სტადიონებს უფრო გავხსნით“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

წყარო: 1TV.GE

სხვა სტატიები