Belive

უიმბლდონზე როლან გაროსის ფინალი გამეორდება

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

2025 წლის უიმბლდონის 1/2-ფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველ მატჩში ტეილორ ფრიცისა (5) და კარლოს ალკარასის (2) დაპირისპირება შედგა, რომელიც ესპანელის გამარჯვებით დასრულდა - 4:6, 7:5, 3:6, 6:7 (6:8)

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი (6) და იანიკ სინერი (1) დაუპირისპირდნენ, შეხვედრა იტალიელის სრული დომინაციით მიმდინარეობდა და სერბ ჩოგბურთელს არაფერი დაუთმო, მატჩი სინერის გამარჯვებით 6:3, 6:3, 6:4 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასი უიმბლდონის 2-გზის გამარჯვებულია, ეს მან ბოლო 2 წელიწადში (2023, 2024) შეძლო და ახლა ტიტულის დაცვას შეეცდება. იანიკ სინერი კი უიმბლდონის ფინალში პირველად იასპარეზებს.

სხვა სტატიები