Belive

"თმის გადაპარსვით უფრო სწრაფი გავხდები" - ალკარასმა US OPEN-ზე იმიჯი შეიცვალა

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ამერიკის ღია პირველობამ 18 აგვისტოს აიღო სტარტი და 8 სექტემბერს დასრულდება. 2022 წლის ჩემპიონმა - კარლოს ალკარასმა, პირველ ეტაპზე ამერიკელი რეილი ოპელკა 0:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თუმცა აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არავის უკვირს ალკარასი რომ ოპელკას უგებს, მთელი ყურადღება აქ კარლოს ალკარასის ახალ იმიჯზე იყო. 22 წლის ესპანელი კორტზე თავგადაპარსული ვიხილეთ, რაც მისთვის ძალიან უჩვეულო და არადამახასიათებელია.

ყველაზე სასაცილო მომენტი კი ის იყო, როდესაც ამერიკელმა ჩოგბურთელმა - ფრენსის ტიაფომ გასახდელში შეამჩნია, რომ ალკარასს ახალი იმიჯი ჰქონდა.

ახალი იმიჯის შესახებ, კარლოს ალკარასმა თავადვე ისაუბრა.

"თმა ძალიან გამეზარდა და შეჭრა მინდოდა, თუმცა ეს ყველაფერი ვერ მოვასწარი რთული გრაფიკის გამო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ჩემი ძმისთვის მეთხოვნა თმის შეჭრა - სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მან აპარატის ხმარება არ იცის და შეჭრის პროცესში, ერთადერთი სწორი გზა თმის გადაპარსვა გახდა, რადგან მივხვდი, რომ ის ისე ვერ გააკეთებდა ამ საქმეს, როგორც მე მინდოდა.

ვფიქრობ არ არის ურიგო - პირიქით, ტურნირის წინ კარგია, რადგან უფრო ავჩქარდები.

სიმართლე გითხრათ, უბრალოდ ხალხის რეაქციაზე მეცინება. საქმე ასეა. ახლა სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ამიტომ უბრალოდ მეცინება ყველაფერზე, რასაც ჩემს თმის შეჭრაზე ამბობენ.“ - კარლოს ალკარასი

შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასი ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში გავიდა, სადაც მას, იტალიელი მეტოქე - მატიას ბელუჩი ეყოლება.

აქვე შეგახსენებთ, რომ US OPEN-ის მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი - იანიკ სინერია.

სხვა სტატიები