იანიკ სინერი "Sunshine Double"-ს გამარჯვებულია | იტალიელმა ისტორიული ფაქტი დააფიქსირა
24 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა - იანიკ სინერმა, ინდიან უელსის მოგების შემდეგ, მაიამის მასტერსიც სეტწაუგებლად მოიგო და "Sunshine Double"-ს გამარჯვებული გახდა.
სინერმა მაიამის მასტერსის ფინალში, მსოფლიოს 22-ე ჩოგანი, ჩეხი - ჟირი ლეჰეჩკა 2 სეტში: 4:6; 4:6 დაამარცხა.
THE MOMENT JANNIK SINNER WON THE SUNSHINE DOUBLE. 🥹
— The Tennis Letter (@TheTennisLetter) March 29, 2026
First man in history to win it without dropping a set.
First man to win it since Roger Federer in 2017.
Only the 8th man to ever achieve it.
Sinner things are historic things.
🇮🇹🦊
pic.twitter.com/qQzXhvGGMo
ეს გამარჯვება სინერი 26-ე ერთეულთა და საერთო კარიერაში 27-ე ტიტული იყო, რაც წყვილთა ერთ ტიტულს მოიცავს.
24 წლის იტალიელი სუპერვარსკვლავი საოცარ ფორმაში იმყოფება და როჯერ ფედერერის (2017 წელი) შემდეგ პირველი კაცი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც "SUNSHINE DOUBLE" მოიგო, ასევე ჩოგბურთის ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც "SUNSHINE DOUBLE" სეტწაუგებლად მოიგო.
იანიკ სინერი კვლავ მსოფლიოს მეორე ჩოგბურთელად რჩება, იგი მსოფლიო რეიტინგში 12,400 ქულით მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერია და პირველ პოზიციაზე მყოფ კარლოს ალკარასს 1910 ქულით ჩამორჩება.
An UNSTOPPABLE duo 🤝
— Tennis Channel (@TennisChannel) March 29, 2026
Sinner & Sabalenka become the first man & woman to win the sunshine double in the same year since Djokovic & Azarenka in 2016! #MiamiOpen pic.twitter.com/tajCihc2oN