Belive

საქართველოს ნაკრები ვილნიუსში დევისის თასზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება

3 თვის წინ ჩოგბურთი
2 წთ

საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში დევისის თასზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება .

2023 წლის სექტემბერში გამართული მატჩის შედეგად, სადაც საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ გამოცდილი და რეიტინგში მასზე მაღლა მყოფი ტუნისის ნაკრები დაამარცხა, ნაკრებმა უფლება მოიპოვა, 3-4 თებერვალს World Group 1 Play Off-ში ლიეტუვას დაუპირისპირდეს. ლიეტუვას დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შესაძლებლობა ექნება World Group 1 გადავიდეს, მომდევნო მატჩი 2024 წლის სექტემბერში გამართოს და მოგების შემთხვევაში, კიდევ უფრო მაღალ ჯგუფში ( Qauilifiers ) გადავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები ვერ შეძლებს ლიეტუვას ნაკრებთან მოგებას, 2024 წლის სექტემბერში მსოფლიო ჯგუფ 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბა ფურცელაძის, ზურა ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობით ვილნიუსში 29 იანვარს გაემგზავრება და 3 თებერვალს ორ მატჩს გამართავს ერთეულთა თანრიგში, ხოლო 4 თებერვალს ერთ მატჩს წყვილთა თანრიგში და ორ მატჩს ერთეულთა თანრიგში. ნაკრების უცვლელი მწვრთნელია დავით კვერნაძე.

დევისის თასის მატჩები გაიმართება 3 და 4 თებერვალს. მატჩები საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება. ვილნიუსიდან მატჩების ტრანსლირებას უზრუნველყოფს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ოფიციალური მედია პარტნიორი ბილაივი.

Georgian Tennis Federation \ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები