Belive

საბა ფურცელაძემ დევისის თასზე ლიეტუველი ვილიუს გაუბასი დაამარცხა

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში, დევისის თასზე მონაწილეობს.

დღეს, ერთეულთა თანრიგში საქართველოს ნაკრების პირველმა და მსოფლიოს რეიტინგის 450-ე ჩოგანმა საბა ფურცელაძემ 366-ე ნომერი ლიეტუველი ვილიუს გაუბასი 1:2 დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 3:6 მოიგო, მეორე 6:1 დათმო, ხოლო გადამწყვეტ მესამე სეტში საბამ მეტოქე 5:7 დაამარცხა.

დღეს კიდევ გაიმართება ერთი შეხვედრა, სადაც ზურა ტყემალაძე რიკარდას ბერანკისს დაუპირისპირდება, მატჩი 16:00 საათზეა დაგეგმილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დევისის თასზე საბა ფურცელაძის, ზურა ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობით წავიდა. ნაკრები ხვალ (4 თებერვალს) ერთ მატჩს წყვილთა თანრიგში და ორ მატჩს ერთეულთა თანრიგში გამართავს. მთავარი მწვრთნელი დავით კვერნაძეა. ვილნიუსიდან მატჩების ტრანსლირებას უზრუნველყოფს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ოფიციალური მედია პარტნიორი ბილაივი.

სხვა სტატიები