ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მარის 6-თვიანი თანამშრომლობა დასრულდა
6 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ენდი მარისთან თანამშრომლობა შეწყვიტა, მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი ყოფილი სპორტსმენი ნოვაკის მწვრთნელად 6 თვის წინ დაინიშნა.
გმადლობთ, მწვრთნელო ენდი იმ შრომისმოყვარეობისთვის, კარგი განწყობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში გაიღეთ, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმ ფაქტით, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღრმავდა - ნოვაკ ჯოკოვიჩი
შეგახსენებთ, რომ 12 დღეში საფრანგეთის ღია პირველობა ("როლან გაროსი") იწყება, ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა მომდევნო დიდ ტურნირს სერბი ჩოგბურთელი და ვინ იქნება მისი მწვრთნელი.