Belive

დიდი ნოვაკი!

3 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

38 წლის ასაკში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა 101-ე ATP ტიტული მოიგო კარიერაში - ღია ერის ისტორიაში, 100-იან ნიშნულს გადაბიჯებული სულ ორი ჩოგბურთელი იყო: ჯიმი კონორსი (109) და როჯერ ფედერერი (103).

ნოვაკი გახდა ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენი, ვისაც ოდესმე ATP-ის ტურნირის ჩემპიონობა უზეიმია - 38 წლის და 170 დღის.

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარებულ (ATP250) ტურნირზე, ჩოკოვიჩმა ფინალში ლორენცო მუსეტი დაამარცხა (4-6, 6-3, 7-5). ეს ჯოკოვიჩის პირველი პროფესიონალური ტიტულია საბერძნეთში.

სერბმა ლეგენდამ 20 სხვადასხვა ქვეყანაში მოიგო ტიტული, ნოვაკი ჩემპიონი მსოფლიოს 30 ქალაქში გამხდარა!

8 ნოემბერი/ათენი/ნოვაკ ჯოკოვიჩი ლორენცო მუსეტის წინააღმდეგ

ათენში მაყურებელმა დიდი სიყვარული აჩვენა ნოვაკს, 'ნოლემაც' ეს ადგილი, 3 საუკეთესო დახურულ არენას შორის შეიყვანა, სადაც კი უთამაშია. შემდეგი ტურნინი მისთვის ATP-ის ფინალია (შემაჯამებელი ტურნირი), სადაც ჯგუფში კარლოს ალკარასთან, ტეილორ ფრიცთან და ალექს დე მინორთან ერთად იქნება.

წლის შესანიშნავი დასასრულია.

სხვა სტატიები