ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2026 წელს პირველი გამარჯვება მოიპოვა
1 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიმდინარე წელს პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბასილამ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 105-ე ნომერია, საფრანგეთის ჩელენჯერის 1/16-ფინალში ფრანგი, რეიტინგის 757-ე ნომერი ჩოგბურთელი იანის გაზუან დურანდი 2-სეტში დაამარცხა - 6:4, 7:5. მატჩი 1:27 საათი მიმდინარეობდა.
მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მატეო მარტინოსა და ტომას ფორელს შორის გამარჯვებული იქნება. მიმდინარე კემპერის ტურნირი 125-ქულიანია და საპრიზო ფონდი 203 ათას 900 ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2026 წელს 2 ტურნირზე იასპარეზა და ორივეს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.