ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამი Open-ის კვალიფიკაციის ფინალშია
5 საათის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (134) მაიამი Open-ზე ასპარეზობა დაიწყო, სადაც ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ატარებს. პირველ, ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს პირველმა ნომერმა აშშ-ს წარმომადგენელი პატრიკ კიპსონი (97) 2 სეტში დაამარცხა - 3:6, 1:6. დაპირისპირება 56 წუთი მიმდინარეობდა.
ნიკოლოზისთვის მატჩში ყველაფერი კარგად და მარტივად წარიმართა, მან 5 ბრეიქპოინტიდან 4 მოიგო, ქართველ ჩოგბურთელს 9 ეისი ჰქონდა, მეტოქეს 4. ამრიგად ბასილაშვილი საკავალიფიკაციო ეტაპის ფინალშია, სადაც იაპონელ შო შიმაბუკუროს (110) დაუპირისპირდება, შეხვედრა დღეს, 21:45 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ მაიამის მასტერსი ATP-ის 1000-ქულიანი ტურნირია, მისი საპრიზო ფონდი კი 9 415 725 $-ია.