Belive

მარია შარაპოვა ჩოგბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ყოფილი რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა, ჩოგბურთის ყველა დროის საუკეთესოებში შეიყვანეს (დიდების დარბაზის წევრი გახდა). ცერემონიის გამორჩეული ნაწილი ის იყო, რომ მარია თავად მისმა 'დაუძინებელმა მტერმა', სერენა უილიამსმა წარადგინა - სერენამ მათ მეტოქეობას გულისამაჩუყებელი სიტყვა მიუძღვნა.

მსოფლიო ძალიან განსხვავებულებად გვთვლიდა, მაგრამ ცდებოდნენ. ჩვენ უბრალოდ ერთი და იგივე გვინდოდა - საუკეთესოები ვყოფილიყავით.

ვიცი, მე აქ ყველაზე ნაკლებად მომელოდით. რამდენიმე წლის წინ მეც იგივეს ვიფიქრებდი. თუმცა როდესაც მარიამ წელს მომწერა, რომ საუბარი სურდა, შევშინდი - მკითხა, წარვადგენდი თუ არა მას დიდების დარბაზში შეყვანაზე, მე კი მაშინვე დავთანხმდი, რადგან ეს მარია იყო და ეს პატივი იყო ჩემთვის.

მე და მარია წარსულში სასტიკი მეტოქეები ვიყავით, გვქონდა ჩვენი უთანხმოებები. 2004 წლის უიმბლდონის ფინალის შემდეგ (17 წლის შარაპოვამ მოიგო) ტემპერატურა ყოველთვის მაღალი იყო, კორტებზე დიდი დაძაბულობა და ეს ორივეს გვეტყობოდა.

ჩემს კარიერაში მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე იყო, რომელთა წინააღმდეგაც ყოველთვის საუკეთესო ფორმაში უნდა ვყოფილიყავი - მარია შარაპოვა ერთ-ერთი მათგანი იყო.

დღეს, როგორც მისი ყოფილი მეტოქე, ყოფილი გულშემატკივარი და ახლა მისი მეგობარი, ჩემთვის პატივია, რომ სპორტის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, მარია შარაპოვა საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შევიყვანო. - თქვა ცერემონიაზე სერენა უილიამსმა

აღსანისნავია, რომ სერენასა და მარიას 22-ჯერ უთამაშიათ და აქედან 20-ჯერ ამერიკელმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა, თუმცა ყველას კარგად ემახსოვრება 2004 წლის უიმბლდონის ფინალი, რომელშიც 17 წლის შარაპოვამ მოახერხა დიდი სლემის მოგება.

სხვა სტატიები