ყველაზე მეტი გამომუშავებული თანხა 1 წელში - საბალენკამ სერენა უილიამსის რეკორდი მოხსნა
27 წლის ბელარუსმა ჩოგბურთელმა - არინა საბალენკამ, ლეგენდარული სერენა უილიამსის რეკორდი მოხსნა და ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში 1 კალენდარულ წელში ყველაზე დიდი ოდენობის თანხა გამოიმუშავა.
ბელარუსმა, რომელმაც შაბათს WTA-ს ფინალი ელენა რიბაკინასთან წააგო, სეზონი სპორტული თვალსაზრისით ისე არ დაასრულა, როგორც სურდა, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ნამდვილად იდეალურად დაასრულა.
დამარცხების მიუხედავად, ფინალამდე რიადში მოპოვებული ოთხი გამარჯვების შედეგად, მან ტურნირში მონაწილეობისთვის ჯამში 2,320,000 აშშ დოლარი (2,005,292 ევრო) მიიღო.
საბალენკამ 2025 წელი 15 008 519 აშშ დოლარით (12 972 613 ევრო) დაასრულა და ყველა დროის რეკორდი დაამყარა მთლიანი შემოსავლის მხრივ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სერენა უილიამსის მიერ 2013 წლის სეზონში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს (12 385 572 აშშ დოლარი).
💰Sabalenka se hace de oro #tenis
— As Más Deporte (@As_MasDeporte) November 10, 2025
🎾La bielorrusa bate el récord de ganancias en un año: 15.008.519 $ #WTA
🖊️ @Joaquin_S1 https://t.co/dJtd7eF0eg
27 წლის ბელარუს ჩოგბურთელს კარიერაში 4 სლემი აქვს მოპოვებული, 2-ჯერ ამერიკის, 2-ჯერ კი ავსტრალიის ღია პირველობა.
მას კარიერაში 21 ტიტული აქვს მოგებული და უკვე 2 წელზე მეტია რაც მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.