Belive

მადრიდის მასტერსი 2026 | ძირითად ბადეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

2 დღის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ესპანეთის დედაქალაქში ჩოგბურთის ძალიან პრესტიჟული შეჯიბრი - მადრიდის მასტერსი (Mutua Madrid Open) იმართება. მადრიდის მასტერსმა სტარტი 20 აპრილს აიღო და 3 მაისს ფინალური დაპირისპირებით დასრულდება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძირითად ბადეში მოხვდა საქართველოს #1 ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც ძირითად ბადეში მოსახვედრად 2 საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და თავდაპირველად იტალიელ - სტეფანო ტრავალიას 2-სეტში აჯობა (7:6, 6:4), კვალიფიკაციის ფინალში კი ამერიკელი - პატრიკ კიპსონი 3 სეტში დაამარცხა (7:6; 6:7; 4:6), რითაც 1000 ქულიან შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მიიღო.

სულ ახლახანს კი გაირკვა ნიკოლოზის მეტოქე, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელი 1/64 ფინალში დაუპირისპირდება. ბასილას მეტოქე ავსტრიელი - სებასტიან ოფნერი იქნება, რომელიც მსოფლიოს 83-ე ჩოგანია. მატჩი 22 აპრილს, თბილისის დროით 17:30 საათზეა ჩანიშნული.

ბასილაშვილსა და ოფნერს კარიერაში ერთადერთი ურთიერშეხვედრა აქვთ ჩატარებული, რომელიც 2017 წელს ავსტრიაში შედგა და მაშინ გამარჯვება სწორედ ავსტრიელს დარჩა, რადგან ბასილაშვილმა მეორე სეტში თამაში ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მადრიდის მასტერსზე მონაწილეობას ვერ იღებს კარლოს ალკარასი, რადგან მან ტრავმა მიიღო და მომავალი ტურნირებისთვის მოემზადება, თუმცა თავის მხრივ ზედიზედ მეხუთე მასტერსის მოგებას შეუტევს მსოფლიოს პირველი ჩოგანი - იანიკ სინერი.

სხვა სტატიები