Belive

ჯოკოვიჩი აშშ-ში არ დაუშვეს - მას ბასილაშვილი ჩაანაცვლებს

1 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

მსოფლიოს პირველი ნომერი - ნოვაკ ჯოკოვიჩი, აშშ-ს ჩოგბურთის ფედერაციამ და აშშ-ს მთავრობამ ქვეყანაში არ დაუშვა და დიდი სლემების 22-გზის ჩემპიონს ოფიციალურად მოუწია ინდიან უელსის ტურნირის გამოტოვება, იგი ასევე მაიამის მასტერსს გამოტოვებს. შეჯიბრის ორგანიზატორების თქმით, ჯოკოვიჩის არ დაშვების მიზეზი Covid 19-ის ვაქცინაზე უარის თქმაა.

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სერბმა სპორტსმენმა, რომელიც ვირუსის საწინააღმდეგოდ არავაქცინირებული იყო, გასულ თვეში აშშ-ს მთავრობას სპეციალური ნებართვისთვის მიმართა, რათა მას ATP მასტერსის ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა.

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი - ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეთიშა 2023 წლის BNP Paribas Open-ის გათამაშებებს. მისი გაძევებით კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი დაიშვება“. - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ამჟამად აშშ-ს ხელისუფლება კრძალავს არავაქცინირებულ უცხოელებს ქვეყანაში შესვლას.

22-გზის სლემის ჩემპიონს, 2019 წლის შემდეგ ინდიან უელსსა და მაიამიში ATP მასტერსის ორმხრივ ტურნირებზე არ უთამაშია.

გასულ პარასკევს, ფლორიდის სენატორებმა რიკ სკოტმა და მარკო რუბიომ წერილი მისწერეს აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მოუწოდეს მას ჯოკოვიჩის მიმართ უარის თქმის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა აცრაზე უარის თქმის გამო, 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვა, თუმცა მისი თქმით, მას ურჩევნია, რომ შეჯიბრები გამოტოვოს, ვიდრე Covid 19-ის აცრით აიცრას.

ინდიან უელსი 5-19 მარტის ჩათვლით გაიმართება.

სხვა სტატიები