Belive

ინდიან ველსის ფინალში იანიკ სინერმა დანილ მედვედევი დაამარცხა

2 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ინდიან ველსის ფინალში იანიკ სინერმა დანილ მედვედევი 2 სეტში დაამარცხა, იტალიელ ჩოგბურთელს გამარჯვებისთვის 2 ტაიბრეიკი დასჭირდა - 6:7 (6:8), 6:7 (4:7). დაპირისპირება 1:48 საათი მიმდინარეობდა.

მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის განმავლობაში არცერთ ჩოგბურთელს ბრეიკი არ შეუსრულებია, ეისებს რაც შეეხება მედვედევს 7 ეისი ჰქონდა, ხოლო სინერს 10. ორმაგი შეცდომები კი ფინალისტებმა თანაბრად დაუშვეს - 2-2.

ინდიან ველსი ATP ტურის 1000-ქულიანი ტურნირია, რომლის საპრიზო ფონდი 9 415 725 $-ია.

იანიკ სინერმა აღნიშნული მასტერსი პირველად მოიგო, ხოლო მედვედევს ჯერ მოგებული არ აქვს, რუსი ჩოგბურთელი ფინალში 3-ჯერ არის ნამყოფი და სამივეჯერ 2 სეტში დამარცხდა.

სხვა სტატიები